რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2024-10-27 16:40:16

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს ახალგაზრდა კაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.