რუსთავში მანქანა გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა [video]

2024-10-26 19:35:23

რუსთავში, გაგარნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაგარინის ქუჩაზე გაჩერებულ "ტოიოტასა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილებს, "მერსედესის" მარკის მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.