რუსთავში ერთ-ერთ კორპუსს 4 დღეა წყალი არ მიეწოდება

2024-09-19 14:21:49

რუსთავში, გაგარინის N8-ში მოქალაქეებს 4 დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ფაქტის გაშუქებისა და დახმარების თხოვნით "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა მიმართეს.

"გაგიჟებას ვართ უკვე, 4 დღეა ვრეკავთ მთელი კორპუსი და რეაგირება აქვთ ნული", - აცხადებენ გაგარინის ქუჩის მცხოვრებლები.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა ლოკალურია და მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები.

"კომპანიის მხრიდან წყალმომარაგების შეზღუდვა არ ფიქსირდება აღნიშნულ მისამართზე, უბრალოდ ლოკალურად არის როგორც ჩანს ამ კორპუსთან პრობლემა და მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები ადგილზე. დღეს მივიღეთ შეტყობინება და მაშინვე გავიდა ჯგუფი ადგილზე", - განაცხადეს კომპანიაში.