ხანძარი კაფე-ბარში

2024-09-18 13:13:15

ღამით, უშგულში კაფე-ბარი "ენგური" დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია, დაშავებული კი არავინაა.

მეპატრონეებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.