ხანძარი რუსთავში, ეკლესიის კელიაში

2024-09-19 11:32:45

რუსთავში, ხარების ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ კელიაში ხანძარი იყო.

როგორც ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი აცხადებს,  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრი სადენები გახდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.