რა გაძვირდა და რა გაიაფდა წინა წელთან შედარებით

2024-09-12 11:10:16

2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა -10%. ასევე 7.5%-ით გაძვირდა ტრანსპორტი, 4.6%-ით ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3.6%-ით კი განათლება. ამის შესახებ ცნობილი ხდება საქსტატის 2024 წლის აგვისტოს  სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსიდან.

რაც შეეხება ფასების შემცირებას: 12.4%-ით გაიაფდა კავშირგაბმულობა, 3%-ით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 2.6%-ით კი საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები.

რაც შეეხება წინა თვეს, 2024 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით გაძვირდა სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.5%, ასევე ჯანმრთელობის დაცვა  0.3% და საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 0.3%. გაიაფდა კავშირგაბმულობა 5.7%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.1%, ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 0.4%.