ბათუმში ლიფტის შახტაში კაცი ჩავარდა და დაიღუპა

2024-09-17 21:23:26

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში შუა ხნის კაცი ჩავარდა.

ადგილობრივების ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე კორპუსში დასაქმებული იყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მომხდარის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.