რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-09-17 19:46:29

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, სამგორის, ჯავახიშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე.   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.