მდინარეში მოზარდის ცხედარი იპოვეს

2024-08-22 22:14:38

მტკვარში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა Qartli.ge-მ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მდინარეში საბანაოდ შესული გოგოს სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.