რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-09-12 19:42:00

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს:

10:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, კლდიაშვილის, მესხიშვილის და თოდრიას ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე ავერსის კლინიკას;

10:30-დან 11:10 საათამდე და 16:45-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, თოდრიას, 9 ძმის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ახმეტელის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.