ავარიის დროს ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი ხევში გადავარდა

2024-08-22 21:04:21

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში ავარია მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ხიდიდან გადავარდა. 

შემთხვევის დროს არასრულწლოვანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.   

ფოტო: მთავარი არხი