ქვემო ქართლში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2024-07-24 14:48:08

მარნეულში, სოფელ აშაღში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, ისინი სასწრადო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

დამატებითი დეტალები უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.