რუსთავი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში მე-3 ქალაქია

2024-07-18 17:27:42

რუსთავი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში მე-3 ქალაქია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემით რუსთავში 127 200 ადამიანი ცხოვრობს.

მათივე მონაცემების მიხედვით გასულ წელთან შედარებით კლება შეინიშნება, თანაც რამდენიმე ათასიანი.

2023 წელს რუსთავის მოსახლეობა 132 300 იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 5100-ით მეტია.

საქართველოს 5 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს:

1. თბილისი - 1 258 200

2. ბათუმი - 183 200

3. რუსთავი - 127 200

4. ქუთაისი - 125 600

5. გორი - 114 900

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები