ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ამობრუნდა

2024-06-26 15:50:41

თბილისში გმირთა მოედანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ბეემვეს" მარკის ჯიპი და "ტოიოტას" მარკის მუსბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ჯიპი ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ავარიის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.