ქართველმა იტალიაში მოლიდან კოსმეტიკური საშუალებები მოიპარა

2024-06-10 12:28:22

იტალიაში, ქალაქ კასინოში ქართველი კაციი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 48 წლის კაცმა მოლში ერთ-ერთი მაღაზიიდან კოსმეტიკური საშუალებები მოიპარა და ტანსაცმელში დამალა. მოლის დატოვების დროს კაცი შეამჩნიეს და სამართალდამცავები გამოიძახეს.

პოლიციელებმა ქართველი დააკავეს და მოპარული ნივთები მაღაზიაში დააბრუნეს.