რუსთავში მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა [video]

2024-04-23 15:09:22

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში კორპუსის მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი მე-4 სართულიდან, ხარაჩოდან გადმოვარდა.

როგორც თვითმხილველმა განგვიცხადა, ახალგაზრდა კაცი გონზე იყო, როდესაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა.

სასწრაფო დახმარებამ დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

"პაციენტი 112-ის ბრიგადამ შემოიყვანა, 32 წლის მამაკაცი, სიმაღლიდან ვარდნაა. შემოსვლისას აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმული დაზიანება. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. დიაგნოსტირებულია გულმკერდის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა. მარჯვენა მხრივი პნევმოთერაქსი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. მარჯვენა ქვემო კიდურის მოტეხილობა. ამ ეტაპზე პაციენტი ყოვნდება ემერჯენსის განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და შემდგომი მკურნალობისა და დაკვირვების მიზნით გადავა რეანიმაციულ განყოფილებაშია",- განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტი კონტაქტურია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები