ავარიას და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა

2024-04-16 23:45:25

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.

გარდაცვლილები და-ძმა არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.