გრძელვადიანი პროექტი ავსტრიაში

2024-04-16 19:28:18

ორგანიზაცია “Georgian youth for Europe”-ის პარტნიორი ორგანიზაცია ავსტრიიდან გრძელვადიან მოხალისეობრივ პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და 2025 წლის აგვისტომდე გაგრძელდება.

პროგრამა სამი მიმართულებით განხორციელდება - აგრარული კულტურა, თანასწორობა და ჩართულობა, ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტზე დაფინანსებულია მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვების, ჯიბის ფულისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 25 აპრილია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.