ნაგვის შემკრები მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

2024-04-29 16:33:45

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნაგვის შემკრები ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ფოტო: აჭარის სამაუწყებლო ტელევიზია