რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა [video]

2024-04-29 23:31:27

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.