რუსთავში თვითმონიტორინგის სისტემა 15 საწარმოს უყენია

2024-04-10 12:05:23

რუსთავში არსებული საწარმოდან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შესრულების მიზნით, დღეის მდგომარეობით, 15 საწარმო რეგისტრირებულია უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 10 აპრილის მონაცემებით, ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოებიდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საწარმოებია:

1. სს რუსთავის აზოტი

2. შპს  ერთობა 98

3. შპს ლევ 2019

4. შპს მაქს იმპორტი

5. შპს ელბა ექსპორტი

6. შპს ჯეოსთილი

7. შპს სოლო  

8. შპს გია_2019

9. შპს მშენებელი 2004

10. შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია  

11. შპს სტანდარტ ცემენტი

12. შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

13. შპს პრემიუმ ჰოლდინგი

14. შპს ვივაცემენტი

15. შპს რუსთავის ფოლადი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები