"არა რუსულ კანონს"

2024-04-08 15:42:08

„არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“, - ამ ლოზუნგებით, სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ.

აქციის პარალელურად პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" წარდგენა უნდა მოხდეს.

პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ.

მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.