მოხალისეობრივი პროექტები საფრანგეთში

2024-04-06 18:35:19

ორგანიზაცია “Georgian Youth for Europe”-ის პარტნიორი ორგანიზაცია მოხალისეობრივ ვაკანსიებს საფრანგეთში აცხადებს.  პროექტები 2024 წლის ოქტომბერში განხორციელდება. 5 სხვადასხვა პროექტიდან შეგიძლიათ თქვენთის სასურველი აირჩიოთ.

ორგანიზაციის მიერ სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com

განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა 10 აპრილია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია GYE 2006 წელს რუსთავში დაარსდა. ორგანიზაციის სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.