ძლიერი ქარის გამო სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

2024-04-03 22:36:31

ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ჯდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაფრენას ამ წუთებშიც ცდილობს. მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.