"ბავშვების ყივანახველით მომართვიანობამ მოიმატა"

2024-04-03 12:56:28

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვების ყივანახველით მომართვიანობამ მოიმატა,"- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება.

"საკმაოდ მოიმატა, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება.

ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად დამაკმაყოფილებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს, აქტიურია“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრი “მთავარში”.