რუსთავში რა შემთხვევაში უნდა აიღოთ ნებართვა ფანჯრის გამოცვლისთვის

2024-04-02 19:42:42

რუსთავში მოსახლეობის, შესაძლოა, დიდმა ნაწილმა არ იცოდეს, რომ არის შემთხვევბი, როცა საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ფანჯრის გამოცვლაზე სპეციალური ნებართვის აღება იყოს საჭირო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურს, სადაც გვითხრეს რა შემთხვევაშია საჭირო ნებართვა და რა დროს არა.

არქიტექტურის სამსახურის ცნობით, თუ არსებული ფანჯრის ზომები არ იცვლება, ნებართვა არ არის საჭირო.

პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში მაშინაა აუცილებელი და სავალდებულო თუ ფანჯრის ზომები მკვეთრად იცვლება.

რაც შეეხება აივნის იერსახის ცვლილება შესაბამისი ნებართვის აღება დამოკიდებულია  რა სახის ჩარევა ხდება, დამოკიდებულია მშენებლობის კლასზეც.