როგორი ამინდი იქნება 3-4 აპრილს რუსთავში

2024-04-02 18:49:06

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

3-4 აპრილს რუსთავში და მათ შორის შიდა და ქვემო ქართლის სხვადასხვა რეგიონებში, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი, 3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მათი გავრცელებული ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.