რა გახდა რუსთავში მკვლელობის მიზეზი [video]

2024-02-27 23:14:40

მკვლელობა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა. კორპუსის მცხოვრებლები პირად საუბრებში აცხადებენ რომ კამათი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. კონკრეტულად კი ინტერნეტის სადენისა და გაზის მილის დაზიანება გახდა მიზეზი იმისა რომ მამაკაცები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც საბოლოოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითა და მკვლელობით დასრულდა.

მეზობლების თქმით 37 წლის კაცი მეორე სართულზე ავადმყოფს უვლიდა და მას ხშირად სტუმრობდა სახლში. დღეს კი აღმოაჩინა რომ გაზის მილი იყო დაზიანებული და სიტუაციის გასარკვევად მეზობელთან, პირველ სართულზე მცხოვრებთან ჩავიდა.

ადგილობრივები აცხადებენ რომ 112-ზე დროულად დარეკეს თუმცა დაჭრილი კაცის გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა.

მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციამ მალევე, ცხელ კვალზე, ე.წ. "სტამბულის" ბაზრის მიმდებარედ დააკავა.