უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2024-02-24 20:56:04

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. სააგენტოს თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.