"კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის" [photo]

2024-02-20 22:19:02

სსიპ კოლეჯ „მოდუსში“, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, „კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტში სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ ახორციელებს, მიზნად ისახავს კოლეჯში და მუნიციპალიტეტში ინკლუზიური გარემოს შექმნას და კარიერიული მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, კოლეჯში მოეწყო საბავშვო ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესამაბისი ინვენტარით. აღსანიშნავია, რომ სივრცე მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში ჩართული ახალგაზრდა მშობლების ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება.

„კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“, 15 თვიანი პროექტია, რომელიც მოიცავს20 კარიერული კონსულტანტის გადამზადებას ტრენერთა ტრენინგის პრინციპით, კარიერული და პროფესიული ორიენტაციის და გოგონათა განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 11 თვიანი საინფორმაციო კამპანია მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საჯარო სკოლებსა და თემში, პროფესიული განათლების ცნობადობის და პროფესიული პროგრამების იმიჯის ამაღლების მიზნით. საერთო ჯამში, საინფორმაციო შეხვედრები 40 საჯარო სკოლაში ჩატარდება და გარდა ამისა, მოეწყობა 40 სათემო შეხვედრა, 18-35 წლის ასაკობრივ სამიზნე ჯგუფთან.

ღონისძებას, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, აშშ-ის მისიის  ხელმძღვანელის  მოადგილე ალან  პერსელი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი,   განათლების ხარისხის განვითარების
ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ერაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და წარმოადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ბოლნისის თეთრიწყაროს და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, ამავე მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებთან ერთად ესწრებოდა.