საბერძნეთში სამართალდამცავებს ქართველი პატიმარი გაექცათ

2024-02-17 12:16:53

ქართველი პატიმარი, რომელიც ცუდად ყოფნის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა.

ანფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 43 წლის კაცი, რომელიც მკვლელობასა და ქურდობაშია ბრალდებული, ციხიდან სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.

საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი კი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა.

გაქცევის მიუხედავად საქართველოს მოქალაქის დაკავება მაინც შეძლეს და მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები