რუსთავში დღეს კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი შემოვა

2023-12-24 16:02:00

დღეს, 24 დეკემბერს რუსთავში კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი შემოვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიაში" განუცხადეს, საახალწლო ქარავანი ქალაქში 20:30 საათიდან 21:30 საათის შუალედში შემოვა.

ქარავანი შემდეგ ლოკაციებს გაივლის:

რუსთავის გზატკეცილი;
დავით კლდიაშვილის ქუჩა;
მეგობრობის გამზირი;
ძველი რუსთავი;
მერაბ კოსტავას გამზირი;
ნიკო ფიროსმანის ქუჩა;
ნიკო ნიკოლაძის ქუჩა;
ნოდარ დუმბაძის ქუჩა;
სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩა;
შოთა რუსთაველის ქუჩა;
მერაბ კოსტავას გამზირი;
მეგობრობის გამზირი;
ჟიუი შარტავას გამზირი;
რუსთავის გზატკეცილი.

რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ, ქარავანი მეგობრობის გამზირზე არსებულ "მაკდონალსთან" გაჩერდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები