ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2023-12-08 00:16:08

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე ერთმანეთს, "მერსედესისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერდხა.

პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.