რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-11-20 01:43:24

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-15 მ/რ-ის N12-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 20 ნოემბერს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-15 მ/რ, მე-14 მ/რ-ის 44-დან 48-ის ჩათვლით, მესხიშვილის მე-3 გასასვ. 6, 8, 10 ლეონიძის 14-დან 24--ს ჩათვლით და შარტავას 1-იდან 13-ის ჩათვლით.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.