როდის გაიხსნება რუსთავში კინოთეატრი

2023-11-20 19:55:29

რუსთავში კინოთეატრი, სავარაუდოდ, 2024 წლის დასასრულისკენ გაიხსნება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სავაჭრო ცენტრ "რუსთაველის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ახლადგახსნილ სავაჭრო ცენტრში კინოთეატრი "კავეა" იქნება წარმოდგენილი. "კავეაში" 150 ადამიანზე გათვლილი ერთი დიდი დარბაზი და 70-70 ადამიანზე გათვლილი ორი მცირე დარბაზი იქნება წარმოდგენილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კინოთეატრში ფილმების პრემიერები დიდ დარბაზში გაიმართება.

მრავალფუნქციურ კომპლექსში მომხმარებლებს დახვდებათ ბოულინგ ცენტრი და საერთაშორისო ბრენდების ტანსაცმლის მაღაზიებიც.

"რუსთაველი" მე-12 მიკრორაიონში მდებარეობს. მოლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები