რუსთავში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს

2023-11-13 18:31:19

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები საახალწლო განათებებს კოსტავას გამზირზე ამონტაჟებენ.

ილუმინაციების მონტაჟის გამო კოსტავას გამზირზე საავტომობილი გადაადგილება შეზღუდულია, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.