რუსთავის მედიათეკაში ავსტრიული კუთხე გაიხსნა

2023-10-16 19:14:27

რუსთავის მედიათეკაში ავსტრიული კუთხე გაიხსნა.

ავსტრიული კუთხის გახსნას რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან, პარლამენტის დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად ავსტრიის საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ესწრებოდა.

"სასიხარულოა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქში და მედიათეკაში ავსტრიის ელჩის სტუმრობა. მისი ჩართულობით ავსტრიული კუთხე გაიხსნა. მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა იმ ლიტერატურაზე, რომელიც აქამდე არ იყო განთავსებული ჩვენს მედიათეკაში. გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარტნიორ ორგანიზაციებთან და მეგობარ ქვეყნებთან, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ახალგაზრდებს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებისთვის ავსტრიელ ებრაელ პოეტზე ავსტრიის საელჩოს მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყო.

"ბედნიერი ვარ რომ რუსთავში ავსტრიული წიგნის კუთხის გახსნაზე ვიმყოფები.

საკმაოდ ბევრი წიგნის კუთხე გვაქვს, თუმცა აქამდე რუსთავი ჩვენს რუკაზე  თეთრი წერტილი იყო.

მოხარულები ვართ რომ წიგნის კუთხისთვის ისეთი კარგი ადგილი ვიპოვეთ, როგორიც მედიათეკაა.

მედიათეკას გადავეცით წიგნები, თუმცა შემდეგ თვეებში მედიათეკასთან, გერმანულის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. გვაქვს პროექტები, რომელთა განხორციელებაც გვსურს რუსთავში.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჩვენს მიერ გადაღებული ძალიან საინტერესო ფილმია, რომლის ჩვენებაც ახლა მიმდინარეობს.

ფილმი ავსტრიელ ებრაელ პოეტზეა, რომლის პოემებიც ქართულად ითარგმნა",- განაცხადა ელჩმა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები