რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, ზებრა გადასასვლელთან ახალგაზრდა ქალს მოპედი დაეჯახა.
შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღეს ქვეითმა და მოპედის მძღოლმა.
ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განგვიცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.
ორივე პაციენტს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.