საბერძნეთში 37 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქართველი აღაპინოროსის ქუჩაზე არასათანადოდ იქცეოდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცავების მისვლამ ქართველი გააღიზიანა და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა. დააზიანა პოლიციის ავტომობილიც.
ქართველი ადგილზევე დააკავეს.