მიწისძვრა საბერძნეთში

2023-04-22 17:59:43

საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე  4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი ათენიდან 60 კილომეტრში იყო, მიწისძვრის სიღრმე კი 10კმ.

ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.