გერმანიაში 27 წლის ქართველი ქალი გააუპატიურეს

2023-09-26 12:37:01

გერმანიის პოლიციამ ქართველ წყვილზე თავდასხმის და სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ივნისში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოხდა.

როგორც მედია წერს, წყვილი პარკში 2 შვილთან ერთად (4 და 7 წლის) იმყოფებოდა.

თავდამსხმელები ქართველ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცოლი კი მისი და შვილების თანდასწრებით გააუპატიურეს.

პოლიციამ 3 ბრალდებულები დააკავა - მათი ვინაობა გამომძიებლებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ცნობილი იყო. თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკების გასაღებასთანაც.

სასამართლო პროცესი მომხდარზე ჯერ არ ჩანიშნულა.