რუსთაველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე 15 მედალი მოიპოვეს

2023-09-19 13:41:26

რუსთაველმა სპორტსმენებმა ტაეკვანდოს საერთაშორისო ტურნირში 15 საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

ბათუმში გამართულ შეჯიბრზე, რომელშიც 5 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, რუსთაველებმა 7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ელიმსან ტალიბოვისა და ბაჩანა ტუხაშვილის გაწვრთნილმა სპორტსმენებმა გუნდურ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავეს.

ოქროს მედალი აიღეს:

გიორგი ბოსტოღანაშვილმა

გიორგი აბრამიშვილმა

რამილ ომაროვმა

ხატია გაროზაშვილმა

მარიამ ჭულახიძემ

ლალი ბარბაქაძემ

ელენე ბარბაქაძემ

ვერცხლი:

რაულ ტალიბოვმა

რამილ ომაროვმა

ევა ნარეკლიშვილმა

საბა ბეგიაშვილმა

ხატია გაროზაშვილმა

რომან ალიევმა

ბრინჯაო:
აბალფაზ მამედოვმა

ზაურ ომაროვმა