რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ თათარაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიაში განუცხადეს, თათარაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა მიზეზით დატოვა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა და თავად მიხეილ თათარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიზეზებზე არ სურს საუბარი.
"მე მიზეზებზე არ ვსაუბრობ. პირადი განცხადების საფუძველზე წამოვედი და მეტ კომენტარს არ გავაკეთებ",- განგვიცხადა თათარაძემ.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას დაჩი ცხვედიაშვილი შეასრულებს, რომელიც მანამდე მიხეილ თათარაძის მოადგილე იყო.