საქართველოს საზღვრიდან 162 კმ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2023-09-04 00:05:16

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდას შეადგენდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ნგრევის შესახებ შეტყობინება შესაბამის უწყებებში არ შესულა.