რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში სარდაფები გაქურდეს

2023-08-25 19:55:32

რუსთავსი, მაიკოვსკის ქუჩაზე სარდაფები გაქურდეს.

როგორც კორპუსის მცხოვრებლები "ინფო რუსთავს" უყვებიან, გაქურდულია 2 სარდაფი, ერთ-ერთიდან კი ძვირადღირებული ხელსაწყოებია წაღებული.

"დილით მეუღლე სარდაფში რომ შევიდა, მაშინ ნახა რაც მოხდა. ცენტრალურ კლიტეზე ყურიც მოგლეჯილი იყო და ჩვენი პირადიც. წაიღეს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ", - უყვება საინფორმაციო სააგენტოს მეპატრონე.

მოსახლეობის თქმით, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ბოლო პერიოდში, სარდაფების გაქურდვის ფაქტები გახშირებულია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები