რუსთავში გასულ თვეში 7 ავარია მოხდა

2023-08-08 15:02:33

ივლისის თვეში "ინფო რუსთავის" ობიექტივში რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 7 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

საბედნიეროდ, არცერთ ავტოსაგზაო შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, თუმცა იყო 2 მსუბუქად დაშავებული ადამიანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაეწიათ.

ავტოსაგზაო შემთხვევები რუსთავის ავტობანზე, მოდებაძის, შარტავას, მეგობრობისა და კოსტავასა ქუჩებზე მოხდა.