კურორტ შოვში განვითარებულ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მაშველებმა მიწის დამუშავების დროს ორი პირის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი ჩამოწვა. რა დროსაც ათობით ადამიანი სტიქიის ზონაში მიყვა.
სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა.
სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
ფოტო: მთის ამბები