შოვში მომხდარი სტიქიის დროს მეწყერში რამდენიმე რუსთაველიც მოყვა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ეს პირები სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილები არიან.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანები ვერტმფრენების გამოჰყავს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი