რუსთავი-თბილისის ავტობანზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა [photo]

2023-07-27 19:36:16

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

"ტოიოტას", "მერსედესის", "კიას" და "ოპელის" მარკის მანქანების შეჯახების შედგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დროებით, მაგისტრალზე შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც.