ეროვნული გამოცდები ბოლო დღე რუსთავში

2023-07-26 14:45:28

რუსთავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა ჩააბარეს.

გამოცდა ერთ სესიად წარიმართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა პირველ სესიაზე რეგისტრირებული 27 აბიტურიენტიდან 25 გამოცხადდა.

მისივე თქმით, გამოცდაზე არ დაფიქსირდა დაგვიანება.

აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები დასრულდა. ხვალ და ზეგ საგამოცდო ცენტრში სამაგისტრო გამოცდები ჩაბარდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები